понедельник, 8 декабря 2008 г.

გაბრიელი

გ ა ბ რ ი ე ლ ი

---------------------------

მე ვარ გაბრიელ ლაცაბიძე
მე მქვია გაბრიელი. ეს სახელი ბიძაჩემს ერქვა. ის აფხაზეთის ომში გარდაიცვალა. მე რომ გავჩნდი მამას ძალიან გაუხარდა და თავისი ძმის სახელი დამარქვა. (გაგა) ბიძაჩემს კი თავისი პაპის სახელი ერქვა. ე.ი. მე დიდი პაპის სახელიც მქვია.პაპა ძალიან დაფასებული კაცი ყოფილა ნათესაობაში. ალბათ ამიტომაც მისი სახელის უკვდავებისთვის დაარქვეს ეს სახელი ჯერ ბიძაჩემს და მერე მეც.
ჩემი ნათლობის სახელია გაბრიელი.
გაბრიელი ძალიან ცნობილი სახელია. ეს სახელი ჰქვია ბევრ წმინდა ადამიანს
აბრიელ მთავარანგელოზი-კეთილი ამბების მახარობელია. მან აუწყა ღვთისმშობელს, მის მშობლებს-ზაქარიასა და ელისაბედსაც უფლის დაბადება.
გაბრიელ მთაწმინდელის სახელიც მქვია, რომელმაც ზღვიდან გამოაბრძანა ყოვლადწმინდა ივერის ღვთისმშობლის ხატი.
ქართველებს გვყავდა წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი. იმის მოსახელეც ვარ და სულ ახლახან გარდაცვლილი გაბრიელ ბერისაც.
ყველა მათგანის ლოცვა შეგვეწიოს!!!
ასეთი პიროვნებების გვერდით მე ძალიან, ძალინ პატარა ვარ, მაგრამ ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები ჩემი მოსახელეების სახელი არასდროს შევარცხვინო.
ბერი გაბრიელი